суббота, 3 октября 2009 г.

anabrebi

პროექტის სახელი: ანაბრები
პროექტის მოკლე აღწერა„ მარტივი და რთული დარიცხვის წესი
პროექტის სრული აღწერა: თითქმის ყველა ბანკი თავის მეანაბრეებს მაღალ შემოსავლებს სთავაზობს, ბანკში შეტანილ თანხაზე შემოსავლის (სარგებლის) დარიცხვის წესი სხვადასხვაა ა)თავდაპირველად შეტანილ თანხას ყოველწლიურად გარკვეული თანხა, პროცენტი ერიცხება. ამ წესს მარტივი დარიცხვის წესი ეწოდება. წლის ბოლოს თანხა ანგარიშდება ფორმულით M=a(1+0.01pn) ბ)ყოველწლიურად წლის დასაწყისში ბანკში არსებულ თანხას წლის ბოლოს ემატება ამ თანხის გარკვეული პროცენტი, ამ წესს რთული დარიცხვის წესი ეწოდება, თანხა ანგარიშდება ფორმულით: M=a(1+0.01p)^n.აქ a არის თავდაპირველი თანხა,p ბანკში არსებულიპროცენტი,n წლების რაოდენობა.მონაწილეებს დავყოფ რამოდენიმე ჯგუფად.რათა სხვადასხვა ბანკში(„საქართველოს ბანკი“,„რესპუბლიკა ბანკი“,„სახალხო ბანკი“.„ტაო ბანკი“) მოიძიონ ინფორმაცია,შეისწავლონ პირობები,რომელია უკეთესი--წლიური პროცენტი ანაბრის ლარებში გახსნისას,თუ წლიური პროცენტი ანაბრის დოლარებში გახსნისას.
მონაწილეთა ასაკი: მეათე და მეთორმეტე კლასები
ვადები--ხანგრძლივობა:2 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:მონაცემების მოპოვება და ხელსაყრელი ფორმით წარმოდგენის ჩვევების დაუფლება.მონაცემთა მოპოვების სხვადასხვა ხერხის გამოყენება--გამოკითხვის ჩატარება,ცნობარების(ინტერნეტის)გამოყენება,დაკვირვება,ექსპერიმენტის ჩატარება,მონაცემთა წარმოდგენა სიხშირეთა ცხრილებით,დიაგრამებით(სვეტოვანი დიაგრამა,წრიული დიაგრამა).პროცენტის პოვნის წესის დაუფლება.
მოსალოდნელი შედეგები--პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:მოპოვებული ინფორმაციით შეიქმნება პრეზენტაცია.გავიგებთ ამა თუ იმ ბანკში რა წესით და პირობებით სჯობს ანაბრის შეტანა.
სარგებელი სხვებისთვის:გავუკეთებთ რეკლამას იმ ბანკს,რომლის პროცენტული სარგებელიც ყველაზე უკეთესი იქნება,ამ ინფორმაციას მივაწვდი ახლობლებსაც.
სამუშაო ენა:ქართული ენა
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:არა მყავს
საგნებთან--საგნობრივ ჯგუფებთან-ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:რიცხვის პროცენტის,პროცენტით რიცხვის პოვნის,მონაცემებით პროცენტის პოვნის,ნაწილების პოვნის ჩვევების დაუფლება.დიაგრამების,ცხრილების,სქემების აგება ,
პროექტის ფასილიტატორი:ნანი ქოჩიაშვილი
ფასილიტატორის ელ.ფოსტა:n.k.kochiashvili6@gmail.com
პროექტის ფორუმი
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:www.nanakochiashvili.blogspot.com